ნუკრი ქანთარია - უმრავლესობის შეკრებაზე მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის მკვეთრად წინააღმდეგი არავინ ყოფილა, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე

როდესაც უმრავლესობის შეკრებაზე დაისვა საკითხი, მკვეთრად წინააღმდეგი არავინ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხზე, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ქანთარია გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რითაც უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

"როდესაც უმრავლესობის შეკრებაზე დაისვა ეს საკითხი, მკვეთრად წინააღმდეგი არ ყოფილა არავინ, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე, ოღონდ მან აღნიშნა, რომ კანონთან თუ არ იქნებოდა ეს შეუსაბამობაში. როგორც ჩანს, ჩვენმა კონსტიტუციონალისტებმა დაარწმუნეს პარტიის თავმჯდომარე იმაში, რომ ეს იქნება მახვილის ჩაცემა კონსტიტუციაში და მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. დანარჩენს ვნახავთ დარბაზში,"- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო