მაია ცქიტიშვილი - ვაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახდა რეგიონული განვითარება, ადგილობრივი დემოკრატია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია.

„ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით, აღიარა ევროსაბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში. კონგრესის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას ხელისუფლების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ყველა დაინტერესებული პირის ფართო ჩართულობით მომზადდა. მისი თქმით, სტრატეგიის მთავარი პრინციპებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფა.

ცქიტიშვილის თქმით, სტრატეგიის მომზადების ამ პროცესს კოორდინაციას სამინისტრო უწევდა. მასში ხელისუფლების, თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, ექსპერტს. ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და 2-წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულ ყველა ადამიანს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს