მამუკა მდინარაძე - არ უნდა დარეგისტრირდეს კანონპროექტი, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოსამართლეების განახევრებული შემადგენლობა მივიღოთ

როდესაც კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ რაღაც დროში ჩვენ მივიღოთ მოსამართლეების განახევრებული შემადგენლობა, ასეთი კანონპროექტები არ უნდა დარეგისტრირდეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის მოსამართლეთა უვადოობაზე ვენეციის კომისიის ექსპერტებთან ერთად იმსჯელებს. მისივე ინფორმაციით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მორჩება.

„როდესაც საუბარია გარკვეულ ლეგიტიმურ მიზნებზე, ყველანი ერთხმად ვაცხადებთ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების განმახორციელებელი და ა.შ. ამ ლეგიტიმურ მიზნამდე უნდა მიხვიდე ისეთი კანონით, რომელიც შეესაბამება კონსტიტუციას და მიზანშეწონილობის მინიმალურ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებს. როდესაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ რაღაც დროში ჩვენ მივიღოთ მოსამართლეების განახევრებული შემადგენლობა, ასეთი კანონპროექტები არ უნდა დარეგისტრირდეს, რაც არ უნდა სუბიექტური პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდეს რომელიმე პოლიტიკოსს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის მთავარი პრეტენზიაა, რომ ძალიან შენელებულია მართლმსაჯულება და ტემპი არ მოსწონთ.

მოსამართლეთა დანიშვნის უვადოობაზე, კიდევ სხვა საკითხებზე, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყობს ხელს, ვენეციის კომისიის ექსპერტებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას დავასრულებთ,"- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა