მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ

მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის დაწესების საკითხზე თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15 წუთიანი პარკირებით. შესაძლებლობა იქნება დღეში 4-ჯერ გამოიყენოს ადამიანმა ეს დრო“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, „საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე, ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით“.

„ზონალური პარკირებიდან შემოსული თანხები მთლიანად აკუმულირებული იქნება სატრანსპორტო კომპანიაში და მოხმარდება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

პარკირების საათობრივი საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს. გადასახადი ასევე არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო