პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ინიციატივით, აქცია გაიმართა

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ინიციატივით მრგვალ ბაღთან, აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

დაგეგმილი აქტოვობა ემსახურება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას შრომითი უფლებების მხრივ, ასევე პროფკავშირების როლს სოციალური სამართლიანობის მიღწევაში. აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას გააცნობენ პროექტებს, რომლებზეც მუშაობენ, საკითხი ეხება შრომის უსაფრთხოების კანონს და ზოგადად დასაქმების პოლიტიკას.

"დღეს, 20 თებერვალია, სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღე. პროფკავშირების გაერთიანება ამ დღეს საინფორმაციო კამპანიით აღნიშნავს. მოქალაქეებს ვაცნობთ მათ შრომით და სოციალურ უფლებებს", - აცხადებს აქციის ორგანიზატორი გიგა ბექაური.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო