გედევან ფოფხაძე - უმჯობესია, დღეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ პოლიტსაბჭოს და მის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს

მე მგონია, რომ უმჯობესია დღეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ პოლიტსაბჭოს და მის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას. ფოფხაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ეს კანონპროექტიც უნდა დაამტკიცოს, კონსტიტუციაც უნდა შეცვალოს და აღიაროს, რომ უვადო მოსამართლეების ინსტიტუტის შემოღება შეცდომა იყო ჩინჩალაძე-მურუსიძის პირობებში.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის დრო, იმიტომ, რომ ამ პროცესის პარალელურად, როდესაც ჩვენ კანონპროექტებზე ვმსჯელობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს უვადო მოსამართლეებს. მერე ეს უვადო მოსამართლეები ამ ქვეყნისთვის პრობლემა იქნება. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენ ახლა ეს კანონიც უნდა მივიღოთ ძალიან მალე და მერე კონსტიტუციაც შევცვალოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ შეგვეშალა როდესაც უვადო მოსამართლეების ინსტიტუტი შემოვიღეთ ჩინჩალაძის, მურუსიძის და ამ ზონდერ-მოსამართლეების პირობებში. ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ, რომ ეს რეალობა საჭიროებს ასეთ გადაწყვეტილებებს. პარლამენტის მხრიდან ნებისმიერი სხვა პოზიცია იქნება მორალურად გაუმართლებელი, ანტისახალხო პოზიცია და იქნება პირდაპირი დაპირისპირება საქართველოს მოსახლეობასთან. მე მგონია, რომ ჯობია დღეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ პოლიტსაბჭოს და მის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ყველას აქვს თავისი მორალური სტანდარტი, ჩაიხედონ თავიანთ გულში, პასუხი გასცენ სინდისს და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ქვეყანას,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა