რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი - ვერცხლის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის ინფორმაციით, ვერცხლის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა.

„გუშინ შემოიყვანეს 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. შემოყვანისთანავე ჩაუტარდა პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შემდგომ - ოპერაცია. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები, ჭრილობები ძირითადად მუცლის ღრუშია. მამაკაცი ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა, ჰემოდინამიკა კი სტაბილურია. ვნახოთ, 1-2 დღის შემდეგ როგორი მდგომარეობა იქნება", - აღნიშნა ტაბიძემა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც გუშინ ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა