მერაბ ქვარაია მაია ცქიტიშვილს - ქალბატონო მინისტრო, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტს?

ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტს? - აღნიშნული საკითხით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაინტერესდა. დეპუტატმა შესაბამისი კითხვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში დაუსვა.

„მინდა კითხვა დაგისვათ ძალიან მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, ვგულისხმობ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც არის საუკუნის პროექტი, არა მარტო მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ იმით, რომ საუკუნეზე მეტი მიმდინარეობდა მსჯელობა ამ პროექტის განხორციელებაზე და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი საფუძველი ჩაყროდა. ქალბატონო მინისტრო, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტს და როგორია მისი გაგრძელების რეალიები?“- მიმართა მინისტრს კითხვით ქვარაიამ.

დეპუტატმა მინისტრს ასევე სთხოვა პირადად კონტროლზე აიყვანოს ზუგდიდის შიდა გზების მდგომარეობა რადგან მიმდინარე, სამი პროექტის გამო ზუგდიდში 30 ქუჩაზე გადაადგილება პრობლემურია.

კიდევ ერთი საკითხი ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხის ( XIV – XVII ) რეაბილიტაციას ეხებოდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მაია ცქიტიშვილს მისი რეაბილიტაცია სთხოვა.

შეგახსენებთ ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა