გედევან ფოფხაძე - გუნდში არც მდგმურები ვართ და არც ვიღაცის კაცის კაცები

ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები ვართ და არც ვიღაცის კაცის კაცები, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტების კითხვას, დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს, თუკი მისი და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა არ ექნება. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ამ საკითხის დაანონსებას არ აპირებს.

"მე ამ საკითხის დაანონსებას არ ვაპირებ. ისედაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ამ თემით ვსპეკულირებთ, ჩვენს კოლეგებს ამით თითქოს ვემუქრებით, რომ არიქა, წავალთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები ვართ, არც შემთხვევით მოვხვდით და ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ. ჩვენი პოზიცია ამ გუნდში განპირობებულია იმ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, რომელსაც ვაწარმოებდით ჯერ სააკაშვილის რეჟიმთან, მერე რომ ამ რეჟიმის რევანში არ მომხდარიყო. ჩვენ ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიგვიღია. ასე რომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ეს იქნება ნაკარნახევი იმ მორალური ღირებულებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში,"- განაცხადა ფოფხაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს