პარკირებაზე შესაძლოა, რამდენიმე სახის ტარიფი დაწესდეს

თბილისში პარკირების ღირებულებას საკრებულო სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაადგენს. "საფასურის ოდენობას მე ახლა ვერ დაგისახელებთ, საკრებულოსთან ერთად ვიმსჯელებთ ამ თემაზე - შეიძლება სამი ან ოთხნაირი ტარიფი იყოს, იქიდან გამომდინარე, რა ზონაში იქნება მისი გავრცელება. გადახდის მეთოდი იქნება, როგორც ელექტრონული აპლიკაცია, ასევე სწრაფი გადახდის აპარატი.

მანქანისთვის, რომელიც საცხოვრებელ სახლთან მდებარე მუნიციპალურ პარკინგზე იქნება გაჩერებული, საათობრივი პარკირების საფასური იქნება ნული, ის არაფერს გადაიხდის ამ შემთხვევაში, ასევე ნული იქნება შშმ პირებისთვის და ელექტრომანქანებისთვის," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა