ადა მარშანია - ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც რეგიონში გვექნება ინტერნეტი და არ გვექნება წყალი

თქვენ განაცხადეთ, რომ წყლის რესურსის მიწოდება მოსახლეობისთვის ეს არის პრიორიტეტი, მე ძალიან მიხარია რომ ჩვენი პოზიციები ამ საკითხში დაემთხვა, მაგრამ თქვენთან ეს საკითხი არ არის ასახული ფინანსურ მხარეში, - ასე მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიამ მინისტრს მოუწოდა, კიდევ უფრო მეტი ტენდერი გამოაცხადოს და მეტი ყურადღება დაუთმოს მოსახლეობის წყლით მომარაგებას.

,,ეს ტენდერებიც უფრო მრავლად უნდა გამოაცხადოთ, თუმცა ამ ტენდერების მიმართ მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია და ბუნდოვანია საზოგადოებისთვის. მგონია, რომ ბიუჯეტირება უნდა გავზარდოთ.

კარგია ელექტრონული სერვისების დანერგვა, კარგია ინტერნეტიზაცია, მაგრამ ჩვენ მივიღებთ სურათს როდესაც რეგიონში გვექნება ინტერნეტი და არ გვექნება წყალი, ეს კი აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. იცით თქვენ რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა ჯერ კიდევ კომუნისტური ხელისუფლების პერიოდიდან, იცით, რომ ძალიან ბევრ ადგილას მილი კი არა საცერია. ზოგან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ახერხებს მცირე მონაკვეთების რეაბილიტაციას, თუმცა თქვენ იცით რა ხარჯიანია წყლის რესურსის ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანა“,- განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრები ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს