გიგა ბოკერია - მინდა შევთავაზო უმრავლესობას, რომ მადლობებისთვისა და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოიყოს და ყველას სახელით გადაუხადოს მადლობა

მინდა შევთავაზო უმრავლესობას, რომ მადლობებისთვისა და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოიყოს და ყველას სახელით გადაუხადოს მადლობა, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

ბოკერიამ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე მიმართა, სადაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

„მე მინდა შევთავაზო უმრავლესობას, რომ მადლობებისთვისა და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოიყოს და ყველას სახელით გადაუხადოს მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილიც გაუფრთხილდება საკუთარ დროს და არ იქნება ნაწყენი, თუ ძალიან ბევრ მადლობას არ მოისმენს. შემთხვევით შეარჩიეთ ხოლმე, ვინ იქნება ეს, რომ ნაწყენი არ დარჩეს და ყველას სახელით უზარმაზარი მადლობა გადაუხადოს ყველა მინისტრს, რომ დრო დავზოგოთ. რატომ არ არის ეს ჩემი საქმე? ხომ არ გაძალებთ, გთავაზობთ უბრალოდ, ქალბატონი მაიაც მიესალმება ამას - გაუწიეთ ანგარიში მინისტრების დროს, რომ იშრომონ თქვენი ქების მოსმენის ნაცვლად. ქება ყველას სჭირდება, მაგრამ ზომიერად“, - მიმართა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა