ირაკლი ხმალაძე - „ცენტრ პოინტსა“ და M2 შორის შეთანხმება ვერ შედგა

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ „ცენტრ პოინტსა“ და M2 შორის შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, შეთანხმებას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ მიაღწიეს, რამაც საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა.

„საბოლოო ჯამში, შეთანხმება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ გარკვეულ პირობებზე, რაც დაზარალებულების ინტერესებში შედიოდა, ვერ დაითანხმეს M2 და შეიძლება პირიქითაც იყო, გარკვეული პირობა, რაც წამოაყენა მან, იყო ჩვენთვის, ან დაზარალებულებისთვის მიუღებელი.

მთავარი ის არის, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება, ვიდრე, გარკვეული ასე ვთქვათ, ნორმალური, კარგი, საღი სცენარი არ დაიდება და არ მოხდება შეთანხმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილება, ამას გიდასტურებთ და გავაგრძელებთ მუშაობას.

პირობებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან რამდენიმე ნიუანსი იყო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ეს მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისულების აღკვეთა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება დებს 11 მილიონი ლარზე მეტის მითვისებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა