რევაზ სოხაძის ინიციატივით, კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციტივით, კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ცნობით, კამპანიის ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრო რაიონში მდებარე სკვერში 100 ძირი კედრის ხე დაირგო. დეპუტატმა ინიციატივაში ჩართულ კომპანია ,,ნეოგაზს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვარკეთილის 3-ში ერთ-ერთი გამორჩეული სკვერის გამწვანება მოხერხდა.

,,დღევანდელი აქტივობა ჩვენს ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. სწორედ ამიტომ, უახლოესი კვირების განმავლობაში კამპანია გაგრძელდება და სხვადასხვა კომპანიასთან ერთად ვარკეთილის ტერიტორიას ასობით ნერგს შევმატებთ“, - განაცხადა სოხაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს