ვლადიმერ პუტინი - საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს

საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი იარაღს არა მხოლოდ იმ ქვეყნებს დაუმიზნებს, სადაც აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს განათავსებს, არამედ ამერიკასაც კი, საფრთხის შემთხვევაში.

ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სარკისებრ ზომებს მიიღებს თუ აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს ევროპაში განათავსებს.

„ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაში ამგვარი რაკეტების განთავსებას. თუმცა, თუ აშშ-ს ევროპაში ასეთი რაკეტების განთავსების გეგმები აქვს, ეს მკვეთრად გაამწვავებს სიტუაციას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეებს შექმნის“, - განაცხადა პუტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა