საქართველოს გენერალური პროკურორი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

პროკურატურაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

სამუშაო შეხვედრაზე, შალვა თადუმაძემ და დავით ასათიანმა გენერალურ პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმში შეტანილი საკითხების ერთობლივად განხორციელების და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 2018 წლის მაისში გაფორმდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს: პრაქტიკის განზოგადების მიზნით, „ბენჩ-ბარის“ ფორმატის საერთო მრგვალი მაგიდებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას; ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულების შემცირების მიზნით საერთო ღონისძიებების ორგანიზებას; მხარეების მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; ინფორმაციის გაცვლას კვალიფიკაციის ამაღლების ისეთ შესაძლებლობებზე, რომელთა გამოყენება თანაბრად რელევანტურია პროკურორებისა და ადვოკატებისთვის; ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ ქცევის ერთიანი სტანდარტის განზოგადებასთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას; დანაშაულის პრევენციის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა