„საქართველოს ბანკი“ - რომან ფიფიას წარმომადგენელი ცრუობს - დღეს გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება

რომან ფიფიას წარმომადგენელი ცრუობს - დღეს გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.

„რომან ფიფიას წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ინგლისის სასამართლოს არ განუხილავს საკითხი, არის თუ არა რომან ფიფია დაზარალებული მხარე. სწორედ ეს არის დავის არსი და აღნიშნული საკითხი გადაწყდება საქმის არსებითი განხილვისას, რომლის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, შემდეგ ფაქტებს: „საქართველოს ბანკი“ არ არის მოპასუხე ამ დავაში. მეტიც, 2018 წლის 27 აპრილს რომან ფიფიამ თავად შეწყვიტა წარმოება „საქართველოს ბანკის“ მიმართ. დავა მიმდინარეობს „საქართველოს ბანკის“ ჰოლდინგური კომპანია, BGEO Group Limited-სა და რომან ფიფიას შორის, ინგლისის სასამართლოში.

რომან ფიფიამ ასევე თავადვე თქვა უარი 944 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნაზე და განახლებული სარჩელით 286 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. ანუ მოთხოვნილი თანხა შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით მოპასუხე BGEO Group Limited სარჩელს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს, კონკრეტული არგუმენტები კი სასამართლოში იქნება წარდგენილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს