მკლავჭიდში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებაზე - ინვენტარი ნაკრებს ეკუთვნის

მკლავჭიდში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გენადი კვიკვინიას განცხადებით, მან და სხვა სპორტსმენებმა მკლავჭიდის ფედერაციის კუთვნილი ინვენტარი ერთი დარბაზიდან მეორეში გადაიტანეს, კარი კი გასაღებით გააღეს.

„რამდენიმე წლის წინ ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა თვითონ გვითხრა, რომ ეს ინვენტარი საჩუქრად ნაკრებს გადაეცა და ის ფედერაციის ბალანსზე ირიცხება. ახლა ფედერაციის პრეზიდენტი არის სოსო ჯაჭვლიანი. ჩვენ იმ დარბაზში წლების მანძილზე ვვარჯიშობდით და არავითარი კარის გატეხვა არ ყოფილა. ეს არის აბსურდი, იმიტომ, რომ გასაღებით ჩვეულებრივად გავაღეთ და რაც ჩვენი იყო, ის გადმოვიტანეთ. აქ ჩვენ შევქმენით ახალი სავარჯიშო პირობები, სითბოში ვვარჯიშობთ. გურჩიანი ამბობს, რომ ეს ინვენტარი მისი საკუთრებაა, მაგრამ ეს ასე არაა. ინვენტარი ნაკრებს ეკუთვნის. ჩვეულებრივად, დაახლოებით ხუთი დღის წინ, დღის საათებში გადმოვიტანეთ", - განაცხადა კვიკვინიამ.

შეგახსენებთ, რომ მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი მოქმედ პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს და მასთან დაახლოებულ პირებს დარბაზიდან ინვენტარის მოპარვაში ადანაშაულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა