ნატო ჩხეიძე მაია ცქიტიშვილს - ინფრასტრუქტურის სამინისტრო  მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის - გგულშემატკივრობთ ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის და გგულშემატკივრობთ ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს.

„მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე ქალების დანიშვნას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამხელა მთავრობაში ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალზე, როგორიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისათვის. მე გგულშემატკივრობთ კიდეც ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში”, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატი მინისტრისგან გზების მშენებელობასთან დაკავშირებული ტენდერებით და სეზონური ვადების დარღვევის საკითხით დაინტერესდა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია