მაია ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, ქართული კომპანიები, დიდი პროექტების ფარგლებში, სატენდერო მოთხოვნებს უმეტესწილად  ვერ აკმაყოფილებენ

სამწუხაროდ, ქართული კომპანიები, დიდი პროექტების ფარგლებში, სატენდერო მოთხოვნებს უმეტესწილად ვერ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დიდ პროექტებში სამინისტრო მოქმედებს საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესებით. „რატომ იმარჯვებენ უცხოური კომპანიები ტენდერებში? ასეთ პროექტებში ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო ინსტიტუტების დაფინანსებით, მათივე წესებით, რომელიც განსაზღვრავს კომპანიებისადმი მოთხოვნებს. სწორედ ამ რისკების შეფასების ნაწილში პროექტების ოდენობიდან და ტექნიკური სირთულიდან გამომდინარე არის მოთხოვნილი კონკრეტული მოცულობები, ბრუნვები, ისტორია მათი საქმიანობის და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, იმ პროექტების ფარგლებში, სადაც ერთი პროექტის ფარგლებში კომპანიას არამარტო თავისი ისტორია და ბრუნვა უნდა ჰქონდეს მაღალი, არამედ უნდა გააჩნდეს ასეთი დიდი პროექტების მართვის გამოცდილება. სწორედ იმიტომ, რომ არ ვატაროთ ექსპერიმენტები და არ მივიღოთ ის ვითარება, როდესაც ქართული კომპანია მოიგებს ტენდერს და მერე გაჩერდება, რადგან სამუშაოს ვერ შეასრულებს. ამიტომ, ამ მოთხოვნებს, სამწუხაროდ, ქართული კომპანიები უმეტესწილად, ვერ აკმაყოფილებენ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო