ჟვანიას სკოლამ ISO 9001:2015 განახლებული სერტიფიკატი მიიღო

ჟვანიას სკოლამ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO 9001:2015 განახლებული სერტიფიკატი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2014 წლიდან სკოლა განახლებული სასწავლო პროგრამებით ფუნქციონირებს. „2018 წლის დეკემბერში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, განახლებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიიღო, რომელიც ძალაშია 2021 წლის ბოლომდე.

ISO 9001 წარმოადგენს, მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. აღნიშნული სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს მენეჯმენტის კუთხით, ორგანიზაციის საქმიანობის სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტთან.

2015 წელს სკოლამ განახორციელა რეგულაციების ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა და ახალი რეგულაციების შემუშავება. შესაბამისად, წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პროცესი და 2015 წლის 8 დეკემბერს გახდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელი.

2014 წლიდან სკოლა ფუნქციონირებს განახლებული სასწავლო პროგრამებით. მომხმარებელს სთავაზობს კვალიფიკაციის ამაღლების სერვისს ორი მიმართულებით:

1. ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა”, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.

2. ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება", პროგრამა მოიცავს გრძელვადიან კომპლექსურ, მოკლევადიან სპეციალიზებულ და მოკლევადიან სპეციალიზებულ გასვლით კურსებს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აუმჯობესებს საკუთარი საქმიანობის ეფექტურობას და მაქსიმალურად უსაბამებს მას ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნებს. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას“, - ნათქვამია სამნისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო