ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებთან ერთად I ქვეით ბრიგადას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მედიის სხადასხვა წარმომადგენელთან ერთად, გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას ესტუმრა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორიამ და მედიის წარმომადგენლებმა I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს. თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად სამხედრო ბაზის სამზარეულოში სადილის მომზადების პროცესსაც დაესწო და საწყობში პროდუქტების მარაგი დაათვალიერა.

„პროექტი - „მედია ჯარში“ უწყების გამჭვირვალობისა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მედიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

კამპანიის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სამხედრო ბაზას ეწვევა. სტუმრები სამხედრო მოსამსახურეების დღის წესრიგს, სასწავლო პროცესს, საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სხვა სიახლეებს უშუალოდ ადგილზე გაეცნობიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო