მაია ცქიტიშვილი - ხშირად ხდებოდა სარიტუალო ჭურჭლის ყიდვა სოფლის მოსახლეობის მიერ და ალბათ, ჩაითვალა, რომ ბიუჯეტიდან ამის დაფინანსება მთლად მიზანშეწონილი არ იყო

სოფლის განვითარების პროგრამა წელს აღდგა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში. ხშირად გვქონდა სარიტუალო ჭურჭლის ყიდვის შემთხვევებიც და ალბათ, ჩაითვალა, რომ რეგიონული ფონდისა და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსება იმისთვის, რომ სოფელმა სარიტუალო ჭურჭელი შეიძინოს, არ იყო მთლად მიზანშეწონილი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კითხვა იყო, რატომ გაუქმდა სოფლის პროგრამა, როდესაც იყო შეფასებული რისი დაფინანსება ხდებოდა. ხანდახან და ხშირად გვქონდა სარიტუალო ჭურჭლის ყიდვაც სოფლის მოსახლეობის მიერ და ალბათ, ჩაითვალა, რომ რეგფონდის და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსება იმისთვის, რომ სოფელმა სარიტუალო ჭურჭელი შეიძინოს, არ იყო მთალად მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, წელს პროგრამა აღდგა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში და მხოლოდ მას აფინანსებს. ბევრმა სოფელმა აირჩია სასაფლაოს შემოღობვა, მას არც ეკონომიკის განვითარებაში შეაქვს წვლილი და არც ჩანს. ბატონი რომანი რომ ჩაივლის, იტყვის რა გააკეთეთო, მაგრამ იმ სოფლის მოსახლეობისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა