სალომე ზურაბიშვილი - იმედი გვაქვს, რომ გერმანია დაგვეხმარება, შევიდეთ ევროპაში ყველა იმ გზით, რომელიც დღეს არის შესაძლებელი

რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მეგობრობა. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას, რომელშიც, ასევე, მონაწილეობს გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ვიმედოვნოთ, რომ შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში ამ საკითხების დაძვრა.

ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ვცდილობთ კავშირის განახლებას და გაძლიერებას, რათა გაყინული სიტუაცია სხვა მდგომარეობაში გადავიყვანოთ. ამის გარდა, რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა გერმანიასთან ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„თქვენ ახსენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული კულტურის წარმოჩენა შუაგულ ევროპაში, სადაც უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე, საქართველო იყო ევროპული ქვეყანა. ჩვენი მიზანია, საქართველოს შესვლა ევროპის კულტურაში ხვალინდელი დღიდან იყოს არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ გახდეს უფრო ხანგრძლივი და მთელმა ევროპამ დაინახოს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენი სვლა ევროპაში, სწორედ ამ გზით უნდა განვითარდეს, რაშიც

გერმანიის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომელიც დღეს უფრო გაძლიერდა. იმედი გვაქვს, გერმანია დაგვეხმარება, რომ შევიდეთ ევროპაში მართლაც ყველა იმ გზით, რომელიც დღეს შესაძლებელია და იმ დღემდე, სანამ საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად შევა. ეს გზები არის კულტურა, განათლება და ძალიან ბევრი სხვა პროგრამა, რომელზეც ვისაუბრეთ - ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთი ნაბიჯით გაძლიერება და განმტკიცება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა