ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს

ჩემთან ასეთი საუბრის უფლება - გაგრიცხავთ და ა.შ. არავის აქვს, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარეს. მე ვერავინ გამრიცხავს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას გუნდიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით. ბესელიას განცხადებით, მას ამ ტონით გუნდში არავინ ესაუბრება და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

"მე ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ჩემთან ასეთი საუბარი: გაგრიცხავთ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის თავმჯდომარეს. მე არ მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ. ჩემს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მე თავად ვიღებ. ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ ყველა გადაწყვეტილება ეკა ბესელიას მიუღია და სხვას არავის", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო