სოსო ჯაჭვლიანი - „თეთნულდი დეველოპმენტი“ შექმნიდან ორ-სამ თვეში უნდა გაუქმებულიყო, როცა ზემო სვანეთის განვითარების გენერალური გეგმა დაიდებოდა

მუდმივი არაფერია, - ასე აფასებს თეთნულდის განვითარების სამეთვალყურეო საბჭოს ახლა უკვე ყოფილი თავმჯდომარე სოსო ჯაჭვლიანი შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ გაუქმებას.

მისივე თქმით, „თეთნულდი დეველოპმენტმა“ ბევრი პროექტი შეასრულა და სვანეთში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

“თეთნულდის განვითარებას რაც შეეხება, გაერთიანდა მთის კურორტების განვითარებასთან და ველოდებით... „თეთნულდი დეველოპმენტი“ მაშინ წესით ორ-სამ თვეში უნდა გაუქმებულიყო, როცა მთელი ზემო სვანეთის განვითარების გენერალური გეგმა დაიდებოდა. ეს გენერალური გეგმა როცა დაიდო, მერე ძალიან გაჭიანურდა, შეიცვალა პრემიერი და პირველი ვიცე-პრემიერი და ამან დრო წაიღო. ახლა შეერწყა ამ კურორტებს და ვნახოთ. სვანეთში იქნება ალბათ რაღაც, რადგან ბევრია გასაკეთებელი. ვნახოთ, ველოდებით“, - აცხადებს ჯაჭვლიანი.

კითხვზე - არის თუ არა განაწყენებული ის „თეთნულდი დეველოპმენტის“ გაუქმების გადაწყვეტილების ავტორებზე, ჯაჭვლიანი პასუხობს, რომ „მუდმივი არაფერია“.

„იცით რა არის, მუდმივი არაფერი არაა. „თეთნულდი დეველოპმენტი“ იყო აი, ამხელა (პატარა). სანამ თეთნულდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გავხდებოდი - 4 კაცის, მანამდე მე ვიყავი 2007 წლიდან 2012 წლამდე „ქართული ფილმის“ 2600 კაცის მიერ არჩეული თავმჯდომარე. ასე რომ, მუდმივი არაფერი არაა. ვნახოთ, რა როგორ იქნება“, - აცხადებს ჯაჭვლიანი.

შეგახსენებთ, სპეციალურად სოსო ჯაჭვლიანისთვის შექმნილი სახელმწიფო შპს გაუქმებულად გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება მთის კურორტების განვითარების ხელმძღვანელმა გააკეთა. თამაზ გამცემლიძე ამბობს, რომ „თეთნულდი დეველოპმენტმა“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შეასრულა და მისი არსებობის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას.

სოსო ჯაჭვლიანი თეთნულდის განვითარების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მას შემდეგ დაინიშნა, რაც მას ქართული ოცნების სიით სადეპუტატო მანდატი შეუწყდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა