ივანე მაჭავარიანი შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პატრიკ ფრანცენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდნ აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-შვეიცარიული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას სხვადასხვა სექტორში, თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და პროფესიული განათლების სფეროებში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანონ ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს