მაია ცქიტიშვილი - იმედი მაქვს, იმის გამო აღარ ვიქნები მინისტრი, რომ დასვენებას მე თვითონ მოვინდომებ და არა გარე პოლიტიკური თუ საგამოძიებო ორგანოების გამო

იმედი მაქვს, იმის გამო აღარ ვიქნები მინისტრი, რომ დასვენებას მე თვითონ მოვინდომებ და არა გარე პოლიტიკური თუ საგამოძიებო ორგანოების გამო, ასე რომ, მგონია ჯერჯერობით არ მემუქრება არც ერთი და არც მეორე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატ რომან გოცირიძის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მაია ცქიტიშვილის წინამორბედების ცვლილების საკითხს ეხებოდა.

ამასთან, ცქიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა დეპუტატ ნატო ჩხეიძის რეპლიკაზე, რომელმაც განაცხადა, რომ „ქალისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრობა მეტისმეტად მძიმე ტვირთია“.

„6 მინისტრი რატომ შეიცვალაო... და მე მინდა, ბატონ რომანს ვუთხრა, რომ მეც შევიცვლები, სულ მე არ ვიქნები ინფრასტრუქტურის მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ვარ, მაინც ძალიან მომწონს სამშენებლო სექტორი და მგონია, რომ ბევრი ვიცი და ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. მე 6 წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე დარჩენის სურვილი არ მექნებოდა და ბატონო რომან, ოდესღაც დასვენებასაც დავიმსახურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე იმედი მაქვს, რომ იმის გამო აღარ ვიქნები მინისტრი, რომ დასვენებას მე თვითონ მოვინდომებ და არა გარე პოლიტიკური თუ საგამოძიებო ორგანოების გამო. ასე რომ, მგონია ჯერჯერობით არ მემუქრება არც ერთი და არც მეორე.

მოდი, თბილისიდან გავიდეთ, იქნებ თქვენც გამოხვიდეთ თბილისიდან. თბილისშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რადგან ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძირითადად, რეგიონებში ახორციელებს ამ 9 მილიარდის პროექტებს, ყველაფერი იმ რეგიონებში ჩანს, სადაც ვაკეთებთ და ძალიან ბევრი პროექტი, რასაც ვაკეთებთ, არ ვხსნით, რადგან სოფლის გზის გასხნა ჩემთვის უხერხულია. ნამდვილად, პროპაგანდა აკლია და დანახვის სურვილი როდესაც აქვს ადამიანს, დაინახავს. მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ ის ადამიანები,რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, რომლებიც ამ გზებით გადაადგილდებიან, რომლებიც ამ ონკანში მოშვებულ წყალს დალევენ, განსაკუთრებით იქ, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში წყალი არ იყო, ისინი ამ პროექტებს დაინახავენ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა