გიორგი გახარია სტამბულში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას სულეიმან სოილუს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„საუბარი ასევე შეეხო ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებს. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ და სულეიმან სოილუმ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს, მათ შორის ორგანიზებული ტრანსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა