ბრიუსელში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია, ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს, ამერიკელ კონგრესმენებს, ნატოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებს და ალიანსის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მიერ გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესი, შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევები, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტები და პრიორიტეტები.

„ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა საქართველოს მიერ ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილი წვლილისთვის, საპარლამენტო დელეგაციას მადლობა გადაუხადეს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს.

მათ ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. შეხვედრებზე, ალიანსის წარმომადგენელთა მხრიდან ხაზი გაესვა იმ უპრეცედენტო მაჩვენებელს, რაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში იქნა მიღწეული. განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროში გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი სესიაშვილთან ერთად ირაკლი ბერაია, ცოტნე ზურაბიანი, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი შედიან“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს