ირმა ინაშვილი - მეჩვენება, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს და ერთი ჰარმონია არ არის

მეჩვენება, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს და ერთი ჰარმონია არ არის, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ სამინისტროებს სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგია არ აქვთ. „მთავარი, რა განცდაც დამრჩა თქვენი მოხსენების შემდეგ და ვიცე-პრემიერიც ბრძანდებით, შესაბამისად, მხოლოდ ამ ერთი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებსაც გავცდები - მე მეჩვენება, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს და ერთი ჰარმონია არ არის. მე მეჩვენება და მრჩება განცდა, რომ არ არის ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ეკონომიკური განვითარების ერთი კონკრეტული სტრატეგია, რომელსაც ყველა სამინისტრო მიჰყვება. მეჩვენება, რომ ყველა სამინისტროს აქვს მისი ინდივიდუალური, ვიწრო პროგრამა და ვიწრო კონცეფცია და ამ სამინისტროების პროგრამები ერთმანეთთან კავშირში არ არიან“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა