ლევან გოგიჩაიშვილი - სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ირაკლი კობახიძის „თხოვნით თუ მოთხოვნით“ არის გაჩერებული

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის „თხოვნით თუ მოთხოვნით“ არის გაჩერებული. ამის შესახებ დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი და ამ საკითხზე ის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.

„მე უახლოეს დღეებში ვაპირებ პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხზე შეხვედრას, რადგან ეს კანონპროექტი მთავრობამ უნდა შემოიტანოს და მე ველოდები მის შემოტანას. რაც შეეხება რეკლამასთან მიმართებაში ჩემს ინიციატივას, ამ კანონპროექტმა გაიარა ყველა კომიტეტი, ყველა კომიტეტზე მიღებული აქვს დადებითი დასკვნა, უბრალოდ, პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნით თუ მოთხოვნით არის კენჭისყრა შეჩერებული. ეს საკითხებიც მალე გაირკვევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორ-სამ დღეში გაირკვევა ამ კანონპროექტის ბედი.

ჩვენ ასე ვიყავით შეთანხმებულები, რომ ეს შემოჰქონდა მთავრობას. თუ მთავრობა არ შემოიტანს, ამ ყველაფრის ხელახლა ინიცრება მე მომიწევს და გამოჩნდება, რეალურად, იქნება თუ არა პარლამენტში მხარდაჭერა. ერთ შემთხვევაში, რეკლამაზე მე ვარ ინიციატორი, ყველა კომიტეტი გაიარა და კენჭისყრა დაახლოებით, ორი თვით არის შეჩერებული. მეორე კანონპროექტი, რომელზეც პოლიტიკურად შეთანხმება შედგა, რადგან საპატრიარქოც ჩართული იყო, დებატები ასაკთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, 21 წელი თუ 25 წელი. მე ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის შემოტანის დრო მოვიდა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო