მაია ცქიტიშვილი - ნებისმიერი თანაგუნდელის წასვლა დანაკლისია, თუმცა როდესაც გუნდის წევრად მოიაზრებ თავს, ნიშნავს, რომ მის წინაშე შენც გაქვს გარკვეული ვალდებულებები

ნებისმიერი თანაგუნდელის წასვლა დანაკლისია, თუმცა როდესაც გუნდის წევრად მოიაზრებ თავს, ნიშნავს, რომ მის წინაშე შენც გაქვს გარკვეული ვალდებულებები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის შიგნით ყველაფერი კეთდება, რომ საერთო აზრამდე მივიდნენ ისე, რომ პარტია არავინ დატოვოს. ცქიტიშვილმა აქცენტი ურთიერთპატივისცემასა და კოლეგიალობაზე გააკეთა. პოლიტსაბჭოს წევრის განცხადებით, ბუნებრივია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და მმართველი პარტია პარლამენტს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანაში საზოგადოებისთვის მისაღები და სასარგებლო ცვლილებები განხორციელდეს

"პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, ორიენტირებულია იქით, რომ გუნდის შემადგენლობა არ შეიცვალოს, არავინ გავიდეს გუნდიდან. იმის თქმა, რომ თუ გუნდიდან ვინმე გავა, არ იქნება დანაკლისი, არ არის სწორი. ნებისმიერი გუნდელის წასვლა დანაკლისია გუნდისთვის, თუმცა როდესაც გუნდის წევრად მოიაზრებ თავს, ნიშნავს, რომ გუნდის წინაშე შენც გაქვს გარკვეული ვალდებულებები. გუნდი ერთიანია მაშინ, როდესაც ყველა მის წევრს აქვს ერთიანი პოზიცია", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო