სალომე ზურაბიშვილი - დღეს ჟენევა ჩამოვიდა ძალიან ტექნიკურ  დონეზე, დროა ჩვენი პარტნიორებისგან მეტი მოვითხოვოთ, რათა მათ გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები

გვინდა, ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად ჩაერთონ დიალოგში, გაუმეორონ რუსეთს და რაღაცნაირად გააგებინონ, რომ საჭიროა პოზიციები შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქიდან „ძალიან დამძიმებული წამოვიდა“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ჟენევის მოლაპარაკებებისა, დრო მოვიდა, საქართველომ პარტნიორებისგან უფრო მეტი მოითხოვოს.

„განვიხილეთ რუსეთი, ოკუპირებული ტერიტორიები, თვითონ გაიხსენა, რომ ხაზზე იყო მისული და ამ ვიზიტის შემდეგ საკმაოდ, დამძიმებული წამოვიდა. ჩვენ გვეკითხებოდა - „თქვენ როგორ ხედავთ სიტუაციას“, რაზეც მე ვუპასუხე, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ არ გვაქვს ამ სიტუაციიდან გამოსვლის ინსტრუმენტები და დამოკიდებული ვართ ჩვენს მეგობრებზე, რომლებიც მხარს გვიჭერენ, რომ თვითონ მოახდინონ რუსეთზე ზეწოლა, გავლენა, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები შეიცვალოს, რაც ასევე, საფრანგეთში ვთქვი, ამ დილით შტაინმაიერთან და იგივე მერკელთან. ჩვენ გვინდა, რომ ესენი უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი დიალოგის ფარგლებში და გაუმეორონ რუსეთს და რაღაცნაირად, გააგებინონ, რომ საჭიროა, პოზიციები შეიცვალოს.

დღეს, ჟენევა ჩამოვიდა ძალიან ტექნიკურ დონეზე. ჩვენთვის უცვლელია ჟენევა, რადგან სხვა საერთაშორისო ფორმატი არ გაგვაჩნია, მაგრამ დრო მოვიდა, რომ ჩვენი პარტნიორებისგან სწორედ მეტი მოვითხოვოთ და მათ გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, ეს არის ის ჰუმანიტარული ნაბიჯები, ის პატარ-პატარა ნაბიჯები, რასაც ვდგამთ იმისთვის, რომ კავშირები იქ მყოფ მოსახლეობასთან არ შეწყდეს, მაგრამ ეს არის ძალიან ძნელი და არ ცვლის ვითარებას“, - განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით