სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ყველამ იცის, რამდენად ერთგული მეგობარია გერმანია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში საქართველოს ჰყავდეს ასეთი მყარი მეგობარი

დღეს გერმანიის მეგობრობა ძალიან საჭიროა, რადგან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელშიც გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო მონაწილეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციაში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. „მადლობელი ვარ ამ საშუალებით, რაც დღეს მომეცა, რომ ვრცელი საუბარი მქონდეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე, რომელიც ძალიან მდიდარია და დაწყებულია ძალიან დიდი ხნის წინ. ეს არის ისტორიული მეგობრობა საქართველოსა და გერმანიას შორის, რომელიც საუკუნის განმავლობაში გრძელდება კულტურაში, განათლებაში და სახელმწიფოთაშორის მხარდაჭერაში. პირველივე დღიდან, პირველივე დამოუკიდებლობიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კიდევ უფრო 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, გერმანიის როლი, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის და ამისთვის ძალიან დიდი მადლიერება უნდა გადავცეთ საქართველოს მოსახლეობისგან. საქართველოში ყველამ იცის, თუ რამდენად ერთგული მეგობარი იყო და არის გერმანია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში საქართველოს ჰყავდეს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მხარს უჭერს იმ ძალიან მნიშვნელოვან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ჩვენს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზზეა და საქართველოსთვის ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს გერმანიის მეგობრობა ძალიან საჭიროა, რადგან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელშიც ასევე, გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო მონაწილეობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ საკითხების ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში დაძვრა გახდება შესაძლებელი. რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კავშირების გაძლიერებას ვცდილობთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს