სალომე ზურაბიშვილი - გერმანია საქართველოსთვის არის მეორე დონორი ამ წლების განმავლობაში და ასე გრძელდება

გერმანია საქართველოსთვის არის მეორე დონორი ამ წლების განმავლობაში და მუდმივად, პირველივე დღიდან ასე იყო და ეს გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გერმანია საქართველოსთვის არის მეორე დონორი ამ წლების მანძილზე და მუდმივად, პირველივე დღიდან ასე იყო და ეს გრძელდება. ეს არის ძალიან დიდი დახმარება საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება, უფრო მეტი გერმანული კომპანია ჩამოვა საქართველოში, მეტი ინვესტიცია და მეტი თანამშრომლობა იქნება. მხოლოდ ერთი მხრივ, ინვესტიცია არ არის თვითმიზანი, თვითმიზანი არის ის, რომ მეტი თანამშრომლობა იყოს და კავშირები საქართველოსა და გერმანიას შორის კიდევ გაძლიერდეს“, - აღნიშნა მან.

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მოიწვია. „მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ და მოგიწვიოთ საქართველოში, როცა გნებავთ. ვიცი, რომ თქვენ არამხოლოდ თბილისში ჩამოსვლა, არამედ რეგიონში ჩასვლა გაინტერესებთ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, რადგან მე ჩემს საარჩევნო კამპანიაში კულტურასთან ერთად კიდევ ერთი პრიორიტეტი მქონდა, რომ რეგიონების განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცი, რომ გერმანიის სტრუქტურა სწორედ დაკავშირების საშუალებაა და ვიცი, რომ ამაშიც თანამშრომლობის ახალი ტალღა გვექნება და ამ კუთხით თქვენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა