სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკაში რომ კავკასია და ჩვენი სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ადასტურებს თუნდაც ევროკავშირის ზედამხედველობის მისია

საქართველოსა და გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკაში რომ კავკასია და ჩვენი სტაბილურობა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ადასტურებს თუნდაც ევროკავშირის ზედამხედველობის მისია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია ნატო-სთან მიმართებაში საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერია. „საქართველოსა და გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკაში რომ კავკასია და ჩვენი სტაბილურობა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ადასტურებს თუნდაც ევროკავშირის ზედამხედველობის მისია და მისი საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელშიც გერმანია მონაწილეობს. ასევე, გერმანია არის ნატო-ს ფარგლებში ჩვენი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი და ის აქტიურობა, რომელიც ამ წელს იმაში აისახება, რომ საქართველოში არის ნატო-ს წვრთნები, ასევე, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, გენერალური მდივნის და წლის მეორე ნახევარში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტი - ეს ყველაფერი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია და პირველ რიგში საქართველო, სწორედ ამ გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ ძალიან მადლიერი. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა გერმანიასთან, რომელიც გრძელდება, ძლიერდება და ჩვენ ამით ძალების, აღჭურვილობის გაძლიერებას ვახდენთ და ესეც ის დახმარებაა, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს