სალომე ზურაბიშვილი - კონფლიქტებთან დაკავშირებით დღეს არსებული რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანიის, საფრანგეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს მიმართ საქართველოს აქვს მოწოდება, რომ დღეს კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებული რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება და რომ პარტნიორები არიან მზად, თავიანთი ურთიერთობა რუსეთთან ამ კუთხით გაააქტიურონ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ დიალოგზე, რომელიც საქართველოს პარტნიორებს დღევანდელ რუსეთთან შეუძლიათ.

„ჩვენთან რომ ეს კონფლიქტი და მისი გრძელ ვადაში გაგრძელება მიუღებელია. ამ ფორმატში და ამ სიტუაციის ამ რეალობაში გაგრძელება საქართველოსთვის არის ძალიან მძიმე. ჩვენი საუბრის დროს ამიტომ ვახსენეთ ის, რაც საქართველოს მხრიდან არის თავისი პარტნიორებისადმი მოწოდება. ეს ეხება გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირსა და ამერიკას, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება, ავწიოთ ფორმატი პოლიტიკურ დონეზე. რუსეთთან უნდა იყოს მიტანილი ის გზავნილი, რომ რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება და რომ ჩვენი პარტნიორები არიან მზად, თავიანთი ურთიერთობა რუსეთთან ამ კუთხით გაააქტიურონ. ჩვენი მხრიდან გრძელდება ის პოლიტიკა, რომელიც შარშან დავიწყეთ, რომ გავაძლიეროთ ურთიერთობები მოსახლეობასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რათა ეს კავშირები არ დავკარგოთ, მაგრამ ეს ვერ იქნება გრძელვადიანი პოლიტიკა. გრძელვადიანი პოლიტიკა ნიშნავს, რომ ეს რეალობა უნდა შეიცვალოს. ამისი ძალა ჩვენ მარტო არ გაგვაჩნია, ეს დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ დიალოგზე და იმ დარწმუნებაზე, რომელიც ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ დღევანდელ რუსეთთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო