ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეშვეობით მიიღებს

საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული კორიდორის მეშვეობით მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ 20 თებერვალს ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული პროექტი სტრატეგიულად მნიშნელოვანია არამხოლოდ საქართველოთვის, არამედ ევროპისთვის.

„პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის და ამავე დროს, მას საგრძნობი მატერიალური სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. 2022 წლისთვის აღნიშნული მილსადენით ჩვენ დღევანდელზე დაახლოებით ორჯერ მეტი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა გვექნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ 20 თებერვალს ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არის რეგიონის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ერთობის გამოვლინება საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რომელიც კასპიის ნახშირწყალბადების მდიდარი მარაგების ევროპის ბაზრამდე მიტანას ემსახურება.

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ოფიციალურად გახსნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისარმა საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა, რომელიც ამავე დროს „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარეა.

პლენარულ სესიასა და დისკუსიაზე გამოსვლისას, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხებოდა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ნაზი გაუსვა კორიდორის მნიშვნელობას არამხოლოდ ევროპის ბაზრისთვის ბუნებრივი აირის ალტერნატიული გზით მიწოდების, არამედ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შახ-დენიზის მეორე ფაზის დასრულება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება გაზის მიწოდება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებზეც TANAP - ის (ტრანსანატოლიური) და TAP - ის (ტრანსადრიატიკული) გაზსადენები გადის. აღსანიშნავია, რომ ევროპამ აღნიშნული მარშრუტით პირველი გაზის 2020 წლისთვის უნდა მიიღოს.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ორმხრივი შეხვედრა „ბიპის“ რეგიონალურ პრეზიდენტ გარი ჯონსთან, ასევე მსხვილი აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან გამართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა