დავით მათიკაშვილი მამუკა ხაზარაძეზე - ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში

მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის "თიბისი ბანკიდან" წასვლას.

მათიკაშვილის თქმით, თუკი ხაზარაძე პარლამენტში მივა, მას მოუსმენენ, რისი თქმა სურს.

"მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის "თიბისი ბანკი" წარმოადგენს მნიშვნელოვან სეგმენტს, როგორც კომერციული ბანკი. ასევე ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ასე რომ, თუკი მობრძანდება ბატონი მამუკა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ რისი თქმა სურს, ვიმსჯელებთ და ისე გავაკეთებთ შესაბამის კომენტარებს,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორც ცნობილია, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა