აშშ-ს სანაპირო დაცვის თანამშრომელი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს

აშშ-ს სანაპირო დაცვის ლეიტენანტი კრისტოფერ პოლ ჰესონი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, კრისტოფერ პოლ ჰესონის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია რამდენიმე ათასი ტყვია და 15 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების დოკუმენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ის თავდასხმებს გეგმავდა სამოქალაქო პირებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ლეიტენანტს ტერაქტის მომზადებაზე ანდრეს ბრეივიკის მაგალითმა უბიძგა, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში ტერაქტი მოაწყო, რის შედეგადაც 77 ადამიანი დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს