ხათუნა ლაგაზიძე - ცხადია, რომ მამუკა ხაზარაძის სურვილით არ მომხდარა ბანკიდან ჩამოშორება - ამ იძულებითი ნაბიჯის ავტორი თავად უნდა დაასახელოს

მამუკა ხაზარაძე განცხადებაშიც ამბობს, რომ „თიბისი ბანკიდან“ მისი წასვლა იძულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ იძულებითი ნაბიჯის ავტორი თავად უნდა დაასახელოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა, როდესაც შეაფასა მამუკა ხაზარაძის მიერ „თიბისი ბანკიდან“ წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძემ ბანკიდან წასვლით პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც, ფაქტობრივად, „თიბისი ბანკის“ და ზოგადად, ქვეყანაში ფინანსური სისტემის სატბილურობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

„როგორც ჩანს, ეს საერთაშორისო დონეზე გადაწყდა. ასევე, როგორც ჩანს, თავად „თიბისი ბანკის“ დაცულობისთვის მიიჩნია საჭიროდ, ვინაიდან „თიბისი ბანკის“ სტაბილურობის შერყევა მთლიანად აისახებოდა ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემის მდგრადობაზე. ამიტომაც ვამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება იყო პასუხისმგებლიანი. საინტერესოა, სად გააგრძელებს ის საქმიანობას. განაცხადების მიხედვით ამბობს, რომ მთლიანად გადაერთვება ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, თუმცა არ ვიცი, რამდენად არის იმის გარანტიები, რომ სტაბილურად გაგრძელდეს ანაკლიის პორტის განვითარება, პორტის სათავეში ხაზარაძის ყოფნით. იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის პორტიდანაც წავიდა, საინტერესოა სად წავა ის, წავა სახლში, თუ პოლიტიკაში, რასაც დღეს ამას ბევრი ელის“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ წავიდა ხაზარაძე მის მიერვე დაფუძნებული „თიბისი ბანკიდან“, ექსპერტის შეფასებით, ამაზე მსჯელობა თავად ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან შეიძლება.

„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმით, რაც მან განაცხადა. თქვა, რომ საერთაშორისო აქციონერებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ბანკი დაცული ყოფილიყო. რადგან დღის წესრიგში დადგა ბანკის დაცულობა, თავისთავად ცხადია, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი და მისი განსაკუთრებული სურვილით არ მომხდარა ბანკიდან ჩამოშორება. ხაზარაძე განცხადებაშიც ამბობს, რომ იძულებითი ნაბიჯია, თუმცა ამ იძულებითი ნაბიჯის ავტორი თავად უნდა დაასახელოს. სხვაზე ამის მტკიცების ტვირთს ნუ გადაიტანთ. რამდენადაც პასუხისმგებლიანი იყო მისი ნაბიჯი, ასევე მასზეა დამოკიდებული ამ იძულების მტკიცების ტვირთიც, რის გამო წავიდა ამ ნაბიჯზე და რის გამო დადგა „თიბისი ბანკი“ გადარჩენის რისკის წინაშე“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო