დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნა მსურს, თუმცა მათი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა დავინახო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნა სურს, თუმცა საამისოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ნაბიჯები უნდა გადადგას.

„აშშ-ს სანქციები ჯერ კიდევ ძალაშია. მსურს ამ სანქციების მოხსნა, თუმცა საამისოდ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები უნდა დავინახო“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეას ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს.

„არა მგონია, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნება. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს“, - დასძინა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს ვიეტნამში გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს