ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძე საკუთარი სახლიდან გააგდო

ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძე აიძულა, საკუთარი ბანკი დაეტოვებინა, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნოემბერში ივანიშვილმა ხაზარაძე აიძულა, რომ არჩევნებში მისთვის მხარი დაეჭირა და შემდეგ საკუთარი სახლიდან გააგდო.

"ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აშენებს ბიძინა ივანიშვილი და სადაც ყველა წარმატებული ადამიანი უნდა იყოს დაჩაგრული. ბიძინა ივანიშვილი ბიოლოგიურად ვერ იტანს წარმატებულ თუ პოტენციურად წარმატებულ ადამიანს იქიდან გამომდინარე, რომ მას უბრალოდ ეშინია ასეთი ადამიანების. წარმოიდგინეთ, მან აიძულა მამუკა ხაზარაძე, რომ საკუთარი ბანკი დაეტოვებინა, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია. სახლიც იყო მისთვის, ოჯახიც იყო და აი, აქიდან აიძულა, რომ წასულიყო, თანაც უკიდურესად ცინიკურად. ბიძინა ივანიშვილმა ნოემბრის თვეში მამუკა ხაზარაძე აიძულა, რომ მისთვის მხარი დაეჭირა არჩევნებში. გაავრცელებინა განცხადება და 7 ათას თანამშრომელს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილსო. გავიდა 3 თვე და პრაქტიკულად, გააგდო საკუთარი სახლიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკვებია ფიქრისთვის, მათ შორის ე.წ. შუაშისტებისთვის. ყველა ადამიანს ელოდება მსგავსი უსამართლობა თუ ერთად არ დავდგებით. ან ბიძინა ივანიშვილი დანებდება ხალხს, ან ხალხი დანებდება ივანიშვილს. ისტორიაში კი ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს, რომ ერთ ცალკე აღებულ ადმიანს ხალხთან დაპირისპირებაში გაემარჯვებინოს,"- განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო