ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეების შესახებ კანონპროექტმა სულ მცირე კონსტიტუციასთან შესაბამისობის ტესტი უნდა გაიაროს

კანონპროექტმა სულ მცირე კონსტიტუციასთან შესაბამისობის ტესტი უნდა გაიაროს, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიას და რვა დეპუტატის კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კანონპროექტი ემსახურებოდეს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას და შემდგომ რეფორმირებას. თუკი იქნება ასეთი კანონპროექტი შემოტანილი ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ და მხარს დავუჭერთ. თუმცა, თუ კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მინიმალურ სტანდარტს, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ვერ იქნება. პარლამენტი ხელმძღვანელობს სულ მცირე, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის ტესტით. თუ ეს ტესტი ვერ დაკმაყოფილდა, პარლამენტი ვერ დაუჭერს მხარს პროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, – განაცხადა დეპუტატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო