ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ შესაძლოა, დღეს არ იმსჯელოს

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ შესაძლოა, დღეს არ იმსჯელოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, კუპრავას ბრალს იურიდიული დახმარების ცენტრიდან გაეცნო ადვოკატი, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობას, უწყებაში განმარტავენ, რომ ვადაში შეზღუდულები არ არიან.

„ვინაიდან ზვიად კუპრავა არ გამოცხადდა, ბრალს გაეცნო სახაზინო ადვოკატი, აღკვეთზე არ მიგვიმართავს და არ გვაქვს შეზღუდვა ვადებში იმ პირის აღკვეთზე, რომელიც არ არის დაკავებული", -აცხადებენ პროკურატურაში.

ზვიად კუპრავა კი მოითხოვს, პროკურატურამ გაასაჯაროვოს, ის ვიდეო, სადაც ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტი დასტურდება.

„მოვითხოვ, შსს-მ და პროკურატურამ გაასაჯაროოს ვიდეო, რომელიც ზაქარეიშვილის ხერხემლის ქვედა ნაწილის ტკივილს ასახავს. ასევე, გაასაჯაროოს ხერხემლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ქვედა ნაწილში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა", - აცხადებს კუპრავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:30 საათზე ზვიად კუპრავას კიდევე ერთი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელიც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს ეხება.

როგორც კუპრავა აცხადებს, აღნიშნული პროცესი შესაძლოა, გადაიდოს.

“დღეს საქალაქო სასამართლოში 15:30 საათზე ჩანიშნულია მორიგი პროცესი ,,სხვისი თეფშის“ საქმეზე. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ადვოკატი დააყენებს შუამდგომლობას აღნიშნული პროცესის გადადების თაობაზე.

ასევე, შეიძლება დღესვე განიხილონ აღკვეთის ღონისძიების შესახებ ,,ხერხემლის ქვედა ნაწილის“ საქმეზე. ორი კომედიაა", - აცხადებს კუპრავა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს