რომან გოცირიძე - „თიბისიზე“ სასამართლო შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ „ქურდული გარჩევის“ დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს ნდობის ვოტუმი, რომ გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე, „თიბისი ბანკზე“ საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკი გადაიქცა ძალოვანი უწყების ქვე-სტრუქტურად და რეალურად, ის არაფერს წყვეტს. ამასთან, რომან გოცირიძემ ამავე კონტექსტში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხზეც ისაუბრა.

„ის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო სისტემა და მას არ ენდობა ჩვენს ქვეყანაში არავინ, ეს ყველამ იცის. მაგრამ გუშინ ლონდონში „თიბისი ბანკის“ მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ არავითარი აზრი საქართველოში სასამართლოში განხილვას არ აქვს, ვინაიდან სასამართლო „თიბისისთან“ დაკავშირებით შედგა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, იმ ქურდული გარჩევის დროს მან 100:0 დაამარცხა მამუკა ხაზარაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარჩა 5 წელიწადი. ამ ნდობით და ამ რეპუტაციით მას საქართველოს ეროვნული ბანკის მართვა არ შეუძლია. როცა ვამბობდით, რომ ეროვნული ბანკი არის მთავრობის განყოფილება, ძალიან ვცდებოდით - ეროვნული ბანკი გადაიქცა შსს-ს ერთ-ერთ ქვესტრუქტურად,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძემ დეპუტატებს მოუწოდა, შეეწყვიტა „ქილიკი“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე მანამდე სასურველი პიროვნება იყო და ახლა ნუ ქილიკობთ. თქვენ ნებისმიერს გაჭყლეტთ, თუმცა თქვენ ვინ გეკითხებათ, თქვენი უფროსი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა