გია ვოლსკი - ერთპიროვნული მმართველობა თავად „ფრიდომ ჰაუსს“ დასჩემდა

„მე ვფიქრობ, რომ ერთპიროვნული მმართველობა თავად „ფრიდომ ჰაუსს დასჩემდა" , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკმა განაცხადა. მისი თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი გარკვეული კარნახით მოქმედებს.

„გარკვეული კარნახით მიღებული და შერჩეული თავისივე ინფორმაციით, ის რადიკალურად უპირისპირდება საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების დასკვნებს დემოკრატიის ხარისხის, მედია თავისუფლების, პლურალიზმისა თუ კრიმინალთან ბრძოლის მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩემში ეჭვს იწვევს თვითონ „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნების წარმომავლობა. ამის საფუძვლები სადღაც ღრმად უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„მიუხედავად მიმდინარე სასამართლო რეფორმისა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შესახებ ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, პრობლემებია საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებების სრულად აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე ხდება ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დარღვევა და დაკავებისთანავე ადვოკატთან წვდომაზე უარის თქმა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ დაკავების დროს დაკავებულებთან მიმართებაში ფიზიკური ძალის გამოყენებაზე და იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც პოლიციის ქცევას ზედამხედველობას გაუწევს.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ "არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა