ევროკავშირის ელჩი ახმეტასა და პანკისს ეწვევა

22 თებერვალს, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ახმეტასა და პანკისში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ელჩი სიტყვით გამოვა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის გახსნაზე. პროექტის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, შეიქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG). პროექტს ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" (Action Against Hunger).

"დღის მეორე ნახევარში ევროკავშირის ელჩი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე პანკისის ხეობაში ერთად გაემგზავრებიან. მათი ვიზიტი პანკისში ადგილობრივ ხელისუფლებასა და ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მოიცავს. გარდა ამისა, ისინი ბირკიანში საჯარო სკოლას ეწვევიან და შეხვდებიან პედაგოგებს, რომლებიც ახლახან სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.“, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა