საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტების გამო, ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველოს რუკის დამახინჯების გამო, ქუთაისში აქცია გაიმართა. ღონისძიება გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო. „ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ წევრებმა საქართველოს რუკის ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გამოსახვა გააპროტესტეს და თეთრ ხიდზე, აქცია-პერფორმანსი “საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი საქართველოს გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა" გამართეს.

„დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ტურისტულ პროდუქტს საქართველოს დამახინჯებული რუკით უკეთებდნენ რეკლამას, რასაც ვეწინააღმდეგებით. ამიტომ შევიკრიბეთ, რომ გავაპროტესტოთ და შესაბამის უწყებებს მეტი სიფხიზლისკენ მოვუწოდოთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო